top of page

პუტინი ფედერაციათა საბჭოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. მისი გამოსვლა ამ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და პირველივე წამებში ცხადი გახდა - სიტყვა მილიტარისტული, სამხედრო ტერმინოლოგიით უხვად გაჯერებული და რუსეთის „ისტორიული“ დანიშნულება-მოვალეობის შეგნებითა და რუსული იარაღის დიდებისადმი სასოებით აღსავსე იქნება.
აი დედასაა - ტერორიზმთან ბრძოლაზე საუბრობს ტერორისტი!
სადღაც კი ადამიანთა სისხლით შეზარხოშებული კლიო და არესი ხარხარებენ და შენატრიან დროს, როდესაც ამ სისხლით ისე გაილეშებიან, როგორც თვითნახადი, მღვრიე არყით სახედაკარგული რუსი. 
ბევრი რამ მიუთითებს, რომ ეს დრო არც ისე შორსაა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ძველისძველ სიბრძნეს მივდიოთ: Si vis pacem, para bellum!
მაგრამ ამათ ხელში, დათვს თუ დაელოდები კაცი, რათა ბაბაია დაუძახო

 

დაასხი კლიო, დაასხი!
04.12.2015

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page