top of page

  შერონ სთოუნი

ინსულტის შემდგომ განცდილ

სირთულეებზე საუბრობს  

როგორც ცნობილია, 2001 წელს შერონ სთოუნს ცხოვრების უმძიმესი პერიოდი ჰქონდა - მსახიობს ინსულტი დაემართა. მას მერე, ის ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდა, თუმცა ამასწინდელ ინტერვიუში მან საკმაოდ გულახდილად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებოდა პრობლემებს და იბრძოდა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

მისი თქმით, რეაბილიტაციამ საკმაო დრო და ძალები მოითხოვა.
ამჟამად, შერონ სთოუნი თავს გაცილებით კარგად გრძნობს

 

შერონ სთოუნი:
„ტვინში საკმაოდ სერიოზული გაჟონვა მქონდა. კვირაზე მეტ ხანს ცდილობდნენ სისხლჩაქცევის შეჩერებას. ორი წელი დავკარგე, რომ სიარული და საუბარი კვლავაც შემძლებოდა. ეს სრული დამცირების დროება იყო“.

„ამ ყველაფერმა უამრავი დრო და ძალისხმევა მოითხოვა. მწყობრში ჩადგომა იმითაცაა მტანჯველი, რომ შენ ხედავ თუ როგორ ემსგავსება მტვერს ყველაფერი ის, რასაც შენი კარიერული მიღწევა ჰქვია. ავადმყოფობისას, შენ კარგავ დროს და აღარ ირიცხები ტოპსიაში. ამ ვითარებაში, ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევს. რეანიმაციაში ცხრა დღე გავატარე. ასეთი შემთვევებისას, გადარჩენის შესაძლებლობა მინიმალურია. ძალიან რთული იყო, თუმცა მე ამ განსაცდელისათვის ერთგვარად მადლიერიც ვარ - აშკარად გამომადგა“.

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page