top of page
რვა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ღირს თურქეთთან დაპირისპირება
 

თურქეთთან ურთიერთობათა მკვეთრი გაუარესება და ხანგრძლივი კონფლიქტი მოსკოვის ინტერესებს არც ეკონომიკური, არც სამხედრო-სტრატეგიული და არც შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით არ პასუხობს.

Deutsche Welle/ანდრეი გურკოვი
26.11.2015

 

საერთოდ, ყველა ქვეყანასთან და, მით უფრო მეზობლებთან მეგობრობისა და მშვიდობის ატმოსფეროში ცხოვრება ყველა ქვეყანას მართებს. თუმცაღა, თურქეთი რუსეთისათვის უბრალოდ მეზობელი არ გახლვთ. 
ამ ქვეყნის მოსახლეობა 80 მილიონს უტოლდება, ის ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ოცეულში შედის, არის NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრი და, სულ ცოტა, რვა მიზეზის ჩამოთვლაა შესაძლებელი იმის სადემონტრაციოდ, თუ რატომ ჯობს რუსთათვის მისი მოწინააღმდეგედ და, მით უფრო, მტრად აღქმის ნაცვლად, მასთან, თუ მაინც და მაინც მეგობრობა არა, პარტნიორობა მაინც. 
სავსებით შესაძლებელია, რომ არა ერთ რუსს, პირველ რიგში, თურქეთის ხსენებაზე ტურისტული კავშირები, გაზსადენი „თურქული ნაკადი“ და არც თუ ძვირი სამომხმარებლო საქონელი გაახსენდეს. მაგრამ საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანათა შორის ურთერთობებაში, რომელიც, მას შემდეგმ რაც თურქმა სამხედროებმა რუსული თვითქმფრინავი ჩამოაგდეს, მკვეთრად გაუარესდა,  ეს სულაც არა მთავარი ფაქტორები.

 

NATO-სა და აზიის ერთ-ერთი ძლიერი არმია

სამხედრო ფაქტორით დავიწყოთ. პირველი მიზეზი, თუ რატომ არ ღირს თურქეთთან დაპირისპირება, სწორედ სამხედრო-პოლიტიკურია. ამ შავი ზღის ქვეყანას აზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს და ის, აშშ-ის არმიის შემდეგ, NATO-ს წევრთა შორის, რაოდენობით მეორეა. თურქული არმია კარგადაა მომზადებული, აღჭურვილია თანამდეროვე დასავლური შეიარაღებით და, როგორც ბოლო მოვლენები ცხადყოფენ, ის მზადაა მის გამოსაყენებლად.
ამდენად, ლოკალური კონფლიქტის შემთხვევაში, თურქული არმია სერიოზულ მოწინააღმდეგეს წარმოადგენს (ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანს, ვიდრე, ვთქვათ, საქართველოსა და უკრაინის არმიები). ამგვარი კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში კი, ანკარას აქვს შესაძლებლობა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 პუნქტით ისარგებლოს და დასახმარებლად ბლოკის ყველა წევრს მოუწოდოს. ასე რომ, თურქეთთან ნებისმიერი დაპირისპირება NATO-ს მთელ ბლოკთან შეტაკებას უდრის.

 

ბოსფორის სრუტეზე სტრატეგიული კონტროლი

 

მეორე მიზეზი თურქეთს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობაა. ის ბოსფორს აკონტროლებს. ეს ნიშნავს, რომ ანკარა (წმინდად თეორიულად, სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში) ფლობს შესაძლებლობას გადაკეტოს ან შეზღუდოს სრუტით სარგებლობა რუსული სამგზავრო და/ან სამხედრო ხომალდებისთვის და ამით, შავ ზღვაში მოამწყვდიოს ისინი. თუ გავითვალისწინებთ, რომ სირიაში რუსული შენაერთების მომარაგება სწორედ ზღვით და უშუალოდ ბოსფორის გავლით ხორციელდება, ნებისმიერი წინაღობა მოსკოვისთის მწვავე ლოჯისტიკურ პრობლემებს შექმნის და ისედაც ძვირადღირებულ სირიულ ოპერაციას, კიდევ უფრო გააძვირებს.

 

სუნიტთა შორის ლიდერობა

 

მესამე მიზეზი ისლამური ფაქტორია. ანკარაში ხელისუფლებაში ისლამური პარტიაა, რომელიც პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ეყრდნობა. საერთაშორისო ასპარეზზე კი თურქეთი სუნიტთა ლიდერის პოზიციაშია, ხოლო რუსეთში მცხოვრებ მაჰმადიანთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ სუნიტური მიმართულების მიმდევარია. გარდა ამისა, დღეს სირიაში რუსეთი შიიტების მხარეს იბრძვის. თურქეთის ხელმძღვანელობა (აქაც წმინდად თეორიული მსჯელობისას) ფლობს შესაძლებლობას რაღაც ფორმით გამოიყენოს ეს გარემოება. რომ აღარაფერი ვთქვათ იმის თაობაზე, რომ თურქეთს თავისუფლად შეუძლია თავისი ტერიტორიის გავლით არ შეაფერხოს სირიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ იმ ბოევიკების სამშობლოში დაბრუნება, რომელბიც რუსეთიდან არიან.

 

ყირიმელი თათრებისა და უკრაინის მხარდაჭერა

 

მეოთხე მიზეზი ყირიმია. თურქები ყირიმელ თათრებს მოძმეებად განიხილავენ. ანკარამ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა იმის მიმართ, თუ როგორ მოიქცა რუსეთი ყირიმში და როგორ მოქმედებს ის ახლა. თურქულ-რუსულ ურთიერთობათა გამწვავება ანკარასა და კიევის დაახლოებას გამოიწვევს და ამას, შესაძლოა, არა ერთი სახე ჰქონდეს.

 

მას შემდეგ, რაც ის სამხედროპოლიტიკური და გეოსტრატეგიული გამოწვევები განვიხილეთ, რომელთა წინაშეც, ჰიპოტეტურად, შესაძლოა რუსეთი წარსდგეს, ახლა ის ეკონომიკური პრობლემები მიმოვიხილოთ, რომელთც მოვლენათა ზემოაღნიშნული განვითარება წარმოშობს. ცხადია, მათი ერთ პუნქტად გაერთიანება შესაძლებელია, მაგრამ ზოგი მათგანი იმდენად სპეციფიურია, რომ განცალკევებით განხილვა ჯობს.

 

რუსი ტურისტები ანტალიაშიმოგზაურობას შეეჩვიენ

 

მაშ ასე - მეხუთე მიზეზი იმისა, რომ რუსეთს ტურქეთთან დაპირისპირება არ მართებს, ტურისტულია. რუსეთის მხრიდან თურქეთში ტურისტული მიმოსვლის აკრძალვა, ფაქტობრივად, ამ უკანასკნელის ეკონომიკური ინტერესებისათვის საზიანოა. თუმცა, ფასების პოლიტიკის კორექტირების შემთვევაში, თურქეთს აქვს შანსი მომდევნო სეზონი იმ ევროპელ დამსვენებელთა ხარჯზე გადაარჩინოს, რომელთაც ეგვიპტესა და ტუნისში ტერორისტული საფრთხის გამო არ სურთ გამგზავრება, ხოლო ესპანეთში ძალიან მაღალი ფასების მიზეზით.
რუსეთისთვის კი, თურქეთის ტურისტული ბლოკადა შიდაპოლიტიკურ რისკებს შეიცავს. რა რეაქცია ექნება მილიონობით რუსს, რომლებიც ერთი ხელის მოსმით ორ საყვარელ ტურისტული მარშრუტის - თურქულისა და ეგვიპტურის გარეშე დარჩნენ? ეს აკრძალვები უკმაყოფილების ზრდას გამოიწვევს რუსეთის იმ მოქალაქეთა შორის, რომელნიც უკვე შეეჩვიენ ცხოვრების გარკვეულ სტილს (მათ შორის ღია საზღვრებსა და თავისუფლად გადაადგილებას), მაგრამ ახლა აცნობიერებენ, რომ ასეთი ცხოვრების დონე და ხარისხი შეუცევადად ეცემა.

 

უკრაინულის კვალდაკვალ, გაზის თურქული ბაზრის დაკარგვა დაუშვებელია

 

მეექვსე მიზეზი ბუნებრივი აირია. თურქეთთან ურთიერთობის გამწვავება ალბათ საბოლოოდ დაასამარებს „თურქულ ნაკადს“  და მასთან ერთდ, „გაზპრომის“ მრავალმილიარდიან ინვესტიციებ, რომლებიც ამ გაზსადენის ასამოქმედებლად გახორციელდა (რუსეთის ტერიტორიაზე გაყვანილი მილსადენების ჩათვლით). მაგრამ საქმე არა მხოლოდ, და არა იმდენად ამ თავიდანვე საჩოთირო პროექტს ეხება. ბოლო დრომდე, რუსული აირის ძირითადი მომხმარებლები გერმანია, უკრაინა და თურქეთი გახლდნენ. ახლა, უკრაინის კვალდაკვალ, შესაძლოა, თურქეთის გასაღების ბაზარიც მკვეთრად შემცირდეს. რუსულ გაზზე უცებ და მთლიანად უარის თქმას ანკარა ალბათ ვერ შეძლებს, მაგრამ ურთიერთობათა მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, ალბათ ის მომარაგების ალტერნატიულ გზებს დაუწყებს ძიებას. რეგიონში კი არჩევანი აშკარად არის.

მრავალფეროვანი საქმიანი კავშირები საფრთხის ქვეშაა

 

მეშვიდე მიზეზი საგარეო ვაჭრობაა. თურქეთი რუსეთისთვის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და მისი ეს როლი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა კვების პროდუქტების დასავლეთის ქვეყნებიდან იმპორტი აკრძალა, კიდევ უფრო გაიზარდა. თურქული ხორცსა და ბოსტნეულზე უარის თქმა, კიდევ უფრო შეამცირებს იმ ქვეყანათა რიცხვს, ვინც რუსულ ბაზარს ამარაგებს რაც, თავის მხრივ, დახლებს საგრძნობლად დააცარიელებს, ხოლო ფასებს გაზრდის.ერთობლივი საინვესტიციო პროექტები.

 

მერვე მიზეზი ინვესტიციებია

 

მსხვილმა რუსულმა ფინასურმა, სანავთობო, მეტალურგიულმა კომპანიებმა თურქეთში მნიშვნელოვანი სახსრები დააბანდეს. ურთიერთობათა გაუარესების შემთხვევაში, ეს ინვესტიციები საგრძნობლად დაზარალდებიან. საფრთხის ქვეშაა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაც, რომელშიც რუსეთმა საკმაოდ დიდი თანხები უკვე ჩადო. მეორესმხრივ, თავად რუსეტში მთელი რიგი საინვესტიციო პროექტები სწორედ იმ თურქი მშენებლების მონაწილეობით ხორციელდება, რომელთაც რუსულ ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ. რა მოხდება, თუ კი მათ გამგზავრება მოუწევთ?დასასრულ, ხაზგასმით აღვნიშნვთ: ეს სტატია მოვლენათა განვითარების იმ ჰიპოთეტურ შესაძლებლობებს ეხება, რომელთა წინაშეც რუსეთი აღმოჩნდება (ცხადია, ეს ყველაფერი თურქეთსაც დააზარალებს, თუმცა ახლა განხილვის საგანი ეს არ გახლავთ). აქ გადმოცემულთაგან, ბევრი რამ ნაკლებსავარაუდოა. თუმცა, ბოლო დროს უკრაინასა და რუსეთს შორისაც ბევრი ისეთი რამ მოხდა, რისი დაშვებაც სრულიად წარმოუდგენელი იყო.

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page