

შავი ღრუბლები რუსეთის ცაზე
რუსული ვეტოს შემდეგ, სავარაუდოა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, მას ხმათა ორი მესამედით დაძლევს და მალაიზიური ბოინგის საქმესთან დაკავშირებით, ტრიბუნალი მაინც შეიქმნება
Новое Время/ალფრედ კოხი
31.07.2015
მაშ ასე, ეკონომიკური სანქციები არ გაუუქმებიათ და როდის გაუქმებენ - უცნობია. მეტიც, მათ კიდევ ექვსი სახელმწიფო შეუერთდა. რუსეთისთვის კაპიტალისა და მაღალი ტექნოლოგიების ბაზარა დახურულია.პერსონალური სანქციები გაღრმავდება, ახლა ეს უკვე ცხადია. აი, ნახეთ, მაგალითდ, ქემერონის განცხადება იმ ოფშორულ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც ლონდონში უძრავ ქონებას ფლობენ. ან ნარიშკინისათის შენგენის ვიზის გაცემაზე უარის თქმა. ნელა, მაგრამ მტკიცედ უახლოვდებიან ცოლებისა და შვილების ანგარიშებს ოფშორებში.თურქეთმა, ფაქტობრივად, დაბლოკა „თურქული ნაკადის“ მშენებლობა, ჩინეთმა, საბოლოოდ, არ გადაიხადა გაზის ის საფასური, რომელსაც „Сила Сибири“ ითვალისწინებდა, დასავლეთმა ირანს ემბარგო მოუხსნა და მისი ფასი ერთი თვის მანძილზე 20%-ით დაეცა...
ლონდონის სასამართლოს თითქმის აღარაფერი უკლია, რომ გამოიტანოს ვერდიქტი - ლიტვინენკო კოფტუნმა და ლუგავოიმ კრემლის ბრძანებით მოკლეს.და ყველაფერი, რაც შემდეგ აქედან იქნება გამომდინარე - თუნდაც სახელობითი სია, საჯარო და ოფიციალური, მკვლელებისა და მათი სულისჩამდგ,ელებისა.ეს ყველაფერი ემატება ეკონომიკურ კრიზისს, მშპ-ის დაცემას, ორნიშნა ინლაციას, მწვავე საბიუჯეტო კრიზისს და საპენსიო სისტემის მოშლას. პლუს გამოუცხადებელი ომი უკრაინასთაან, რომელზე ხმამაღლა საუბარიც აკრძალულია. ამასთან, ამ ომმა რუსეთის ათობით მილიონი მოქალაქის გულში გაიარა, რომლებიც ასე თუ ისე კავშირში არიან უკრაინასთან.ამას დაუმატეთ პოლიტიკური მკვლელობები, რეალური ოპოზიციის დევნა, ძირითდ საარჩევნო უფლებათა დარღვევები, სისხლის სამართლის საქმეთა ფაბრიკაცია, სასამართლოს მიღმა ანგარიშსწორებები და კადიროვის სიკვდილის ესკადრონები.და ეს ყველაფერი ველური პროპაგანდისტული ისტერიის, ცეტობისა ყიჟნის ფონზე. მონათხრობზე იმის თაობაზე, რომ ვიაც უკვე ვეღარ გვიევს კონკურენციას, ხოლო სხვას სადაცაა მივასრისავთ. ამასობაში, ყაზახეთი მშპ ერთ მოსახლეზე უკვე უსწრებს რუსეთისას.და აი, ალუბალიც, რომელიც ამ ტორტს მაშვენებს: ხელისუფლების აზრით, ჩვენ მტკიცედ უნდა გვჯეროდეს, რომ ქვეყანა სტაბილურია ისე, როგორც არასდროს, ხოლო ჩვენი კი, კაცობრიობის ავანგარდი და ზნეობრივი ლიდერები ვართ.თუ კი ეს საგიჟეთი არაა, მაშ რაღაა საგიჟეთი? ამასწინ, პუტინმა ეშმაკურად ჰკითხა შევიცარიელ ჟურნალისტს: „თქვენ მე გიჟი გგონივართ?“ ზრდილობიანმა შვეიცარიელმა დუმილით უპასუხა და ეს სწორი იყო: ფსიქიატრები არ გვირჩევენ პაციენტებისათვის არასასიამოვნოს პირში თქმას - ამან, შესაძლოა მწვავე რეაქცია იქონიოს