top of page
რით დასრულდა ოლანდის მისია?

ხანგრძლივი დიპლომატიური მარათონის მანძილზე, საფრანგეთის პრეზიდენტი მსოფლიოს რიგი ლიდერების „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უფრო ინტენსიური ბრძოლის აუცილებლობაში დარწმუნებას შეეცადა

Deutche Welle/მიხაელ ბუშუევი
27.11.2015


პრეზიდენტმა ოლანდმა ეს კვირა მნიშვნელოვან დიპლომატიურ მარათონს მიუძღვნა. ორშაბათს ის ბრიტანეთის პრემიერს შეხვდა, სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტს, ოთხშაბათს გერმანიის კანცლერს, ხუთშაბათ დღისით იტალიის პრემიერთან გასაუბრება მოახერხა და საღამოს, უკვე მოსკოვში იყო.

პუტინთან შეხვედრა, რომელიც თითქმის სამ საათს გაგრძელდა, რიგი შეთანხმებებით დასრულდა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს მისცეს პირობა, რომ დარტყმებს მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიებს მიაყენებენ. შეთანხმდნენ, რომ მონაცემებს სხვა და სხვა დაჯგუფებათა ადგილმდებარეობის შესახებ, უფრო ხშირად გაცვლიან და სამხედროთა და სპეცსამსახურების კონტაქტების აქტივიზაციის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

 

როგორ შეიცვალა პარიზის დამიკიდებულება

 

ექსპერტთა აზრით, ყველაზე მოულოდნელი შედეგი, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა, პარიზის კურსის მკვეთრი ცვლილება გახლდათ. მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ, საფრანგეთმა პირველად განაცხადა, რომ ტერორისტებთან ბრძოლაში არც სირიის სამთავრობო ძალებთან ურთიერთქმედებას გამორიცხავს. „რეჟიმის ჯარებთა? რატომაც არა?“ - რიტორიკულად იკითა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისი სახმელეთო ჯარები სირიაში გაგზავნონ, მაგრამ მათ შეუძლიათ ითანამშრომლონ „სირიის თავისუფალ არმიასთან“ სხვა არაბულ სახელმიფოთა არმიებთან და, ასევე, შესაძლოა, ასადის რეჟიმის ძალებთანაც კი.არადა, მანამდე, ოფიციალური პარიზი ბაშარ ასადის მიერ კონტორლირებად ძალებთან ნებისმიერი სახის ურთიერთქმედებას კატეგორიულად გამორიცხავდა.

 

ჯერჯერობით, არვითარი ფართო კოალიცია

 

პარიზის იდეამ სირიის საკითხთა ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტის, ანალიტიკური ორგანიზაციის Brooking Institution-ის წარმოადგენლის, ჩარლს ლისტერის სკეპტიციზმი გამოიწვია. მისი აზრით, ვერც საფრანგეთი და ვერც ვერავინ შეძლებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლთა დაყოლიებას თანამშრომლობაზე ბაშარ ასადთთან, რომელსაც ისინი ნომერ პირველ მტრად მიიჩნევენ.

„ქვეყანაში 70 ათასამდე შეიარაღებული ადამიანი იბრძვის, მაგრამ პირველ რიგში, ისინი კონცენტრირებულნი არიან ბაშარ ასადთან საბრძოლველად და მხოლოდ ამის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. და ეს არ შეიცვლება“, - დარწმუნებულია ლისტერი.

ამასთან, პუტინსა და ოლანდს შორის მოლაპარაკებათა შედეგად გაირკვა, რომ მიუხედავად გარკვეული დაახლოებისა, დასავლეთსა და რუსეთს შორის ტერორიზმთან საბრძოლველად ფართო საერთაშორისო მკოალიცია არ იქმნება. უსაფრთხოების საკითებში ბერლინური ფონდის - „მეცნიერება და პოლიტიკა“ - ექსპერტმა, მარკუს კაიმმა განაცხადა, რომ „ფორმალურ ალიანსე საუბარი შესაძლებელია, თუმცა, საუკეთესო შემთვევაში, ეს დროებითი გაერთიანება იქნება“.რუსი ჯურნალისტი და ანალიტიკოსი, ალექსანდრ გოლცი აცხადებს, რომ კოალიციის ირგვლის საუბრები ასე საუბრებადვე დარჩება. „ოლანდისა და პუტინის განცხადებათაგან სრულიად ნათლად გაირკვა, რომ ამ დრომდე მხარეები ორი ზირითდი საკითის ირგვლივ დიამეტრალურად განსხვავებულპოზიციებზე დგანან. პირველი - ესაა ასადის შემდგომი ბედი."მისი თქმით, თუ კი დასავლეთის ქვეუნებს გარკვეული ძალისხმევის შედეგად უწევთ იმის აღიარება, რომ ასადის თუნდაც გარდამავალ პერიოდში დატოვება დასაშვებია, თუმცა მიაჩნიათ, რომ სირიის მომავალში მისი ადგილი არაა, რუსეთის პრეზიდენტი ფსონს სწორედ ასადზე აკეთებს: „პუტინს კი მიაჩნია, რომ ის ერთადერთი ძალა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის."

გოლცის აზრით, მეორე სადავო მომენტი ისაა თუ „ვინ ითვლება ტერორისტად და ვინ ჯანსაღ ოპოზიციად, ვინაიდან ყველა შეიარაღებულია, ებრძვიან ასადს და ამავე დროს, ერთმანეთსაც." ასეთ პირობებში კი, როდესაც არაა გარკვეული ტერორისტთა ვინაობა, ურთიერთგაგების მიღწევა რთულია, ძნელია დადგინდეს და მოხდეს კოორდინაცია თუ ვინ დაიბომბოს და ვინ არა, დარწმუნებულია გოლცი.

 

შეხვედრის შედეგები მოსკოვის თვალსაზრისით

 

მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია არ შედგა, ესპერტის აზრით, კრემლისათვის პუტინსა და ოლანდს შორის მოლაპარაკება „საკმაოდ წარმატებულია“.„ჩემი აზრით, მთელი სირიული ოპერაცია დაიგეგმა იმ მიზნით, რომ რუსეთი გამომძვრალიყო იმ იზოლაციიდან, რომელშიც ის უკრაინული მოივლენებისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ მოექცა. და ახლა ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თ როგორ ამართლებს ეს სტრატეგია. აი, უკვე საფრანგეთს პრეზიდენტიც კი ჩავიდა მოსკოვში, რომ პუტინს ხელი ჩამოართვას და მოისმინოს მისგან აზრები კოორდინირებული სამხედრო მოქმედების შესახებ."

 

ბერლინის სიმბოლური წვლილი

 

უშედეგოდ არც ოლანდსა და მერკელს შორის მანამდე გამართულ შეხვედრას ჩაუვლია. გადაწყდა, რომ გერმანია სირიაში მზვერავ თვითმფრინავს, „ტორნადოს“ გააგზავნის, რათა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში საფრანგეთს მხარი დაუჭიროს. გარდა ამისა, როგორც ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლიაენმა განაცხადა, ბერლინი გამოყოფს ერთ სამხედრო ხომალდს, ჰაერში საწვავგასამართ თვითმფრინავებს და სადაზვერვო მონაცემებს, რომელთაც კოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით მოიპოვებს.

როგორც ექსპერტი მარკუს კაიმი მიიჩნევს, გერმანული საგარეო პოლიტიკის თვალსარისით, ეს კურსის ერთგვარი კორექტირება და არა მისი ცვლა. „გერმანია თითქოს უყურადღებოდ ტოვებდა სირიის სამოქალაქო დაპირისპირებას და აქ ალბათ ის იმედოვნებდა, რომ ვითარება თავისით განიმუხტებოდა, მაგრამ ევროპაში მომხდარმა ტერაქტებმა გამოიწვია განცდა, რომ მოქმედება აუცილებელია".

გაწეულ დახმარებას კაიმი სიმბოლურს უწოდებს, რისი მიზანიც საფრანგეთისადმი სოლიდარობის დემონსტრირებაა და რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი ის არ გახლავთ".

 

MEBLOGE NETWORKS ltd
© ყველა უფლება დაცულია

bottom of page